საიტის დიზაინი
საიტის დიზაინი უფრო მეტია ვიდრე მხოლოდ ვიზუალური გაფორმება, მასში იგულისხმება ის სიმყუდროვე რომელიც უდა დახვდეს ვებ-გვერდის სტუმარს. საიტის დიზაინი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ძირითად მოთხოვნილებებს: - შეუქმნას საიტის სტუმარს კომფორტის შეგრძნება - არ უნდა აიძულებდეს მომხმარებელს ზედმეტი ფიქრისკენ და ძიებისკენ ნავიგაციის ან საჭირო ინფორმაციის - ემთხვეოდეს კომპანიის სტილს, თუ ასეთი არსებობს - გვერდი უნდა იყოს მარტივი და სწრაფად გახსნადი ბრაუზერის მიერ - ფერთა გამა უნდა იწვევდეს პოზიტიურ ემოციებს ყოველივე ამის გათვალისწინებით, ვებ-დიზაინერს მხოლოდ კარგი ხატვა ან ფერთა შერჩევა არ მოეთხოვება, იგი უნდა ფლობდებს საიტის მომხმარებლის თვალით შეფასების უნარსაც. ხშირად ვებ-დიზაინერს თავს უწოდებენ სულ რაღაც ერთი-ორი პროგრამის შესწავლის შემდეგ - ბევრს უმართლებს, მაგრამ უმეტესობა ვარდება სიტუაციებში, როდესაც თითქოს ყველაფერი მის ხელთაა - ფუნჯი და საღებავიც კი, მაგრამ შედეგი არსად ჩანს. ვებ-დიზაინერის პროფესია ახალი და ამავდროულად მაღალ ანაზღაურებადი პროფესიაა, ხშირად არცთუ ჯეროვნად დაფასებული. ვებ-დიზაინი ფაქტიურად არსად არ ისწავლება, ყველაფერი ინდივიდუალურ ოსტატობაზეა დამოკიდებული. გარდა ყველაფრისა პრობლემატური პროფესიაცაა, საკმაოდ ჭირს კლიენტებთან ურთიერთობა, მათი დარწმუნება ან გადარწმუნება უხარისხო პროდუქტის არჩევისგან. რთულია არ დამეთანხმოთ - უნდა იქნას გათვალისწინებული სხვისი გემოვნება, ხშირად კი რამდენიმე ადამიანის ერთდროულად. ხარისხიანი ვებ-დიზაინის მიღება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, ჩვეულებრივ მიღებულია რომ მთლიანი პროექტის ღირებულების 30-40% დიზაინზე მოდის. საუკეთესო დიზაინის მქონე საიტების TOP 5: - Apple.com - Mozilla.com - Oracle.com - Ubuntu.com - Facebook.com
-
(+995 99) 699601, (+995 97) 956256
CStudio.ge © 2008-2012
-
კომპანიის შესახებ
პორტფოლიო
das.com.ge
onlinesoccer.ge
საიტის შეკვეთა -
ბლოგი
საიტის დამზადება
საიტის დიზაინი