საიტის დამზადება

გარკვეული წარმოდგენა უკვე შეგვექმნა საიტის დიზაინთან დაკავშირებით, მაგრამ არაფერი გვითქვამს საიტის დამზადებაზე.

ქართულ ინტერნეტ-სივრცეში რთულია კარგი საიტის პოვნა, იგულისხმება არა დიზაინი არამედ საიტის პროგრამული მხარე. სამწუხაროდ ნაკლები ყურადღება ექცევა საიტის მორგებას სხვადასხვა ბრაუზერებში. 

ყველა მომხმარებელს საკუთარი გემოვნება აქვს, შესაბამისად ის ირჩევს ბრაუზერს. დღეს მსოფლიოში (მათ შორის საქართველოშიც) პოპულარობით სულ რამოდენიმე ბრაუზერი სარგებლობს (Firefox, Chrome, Internet Explorer, Opera ...). 

ვებმასტერებისთვის მთავარ თავსატეხს Internet Explorer წარმოადგენს. სამწუხაროდ ისე ხდება რომ ინტერნეტის მომხმარებლებს ავიწყდებათ ან არ იყენებენ პროგრამის განახლების ფუნქციას, შედეგად IE-ს მომხმარებლები შეიძლება დაიყოს სხვადასხვა სეგმენტებად, თითოეული სეგმენტი პროგრამის სხვადასხვა ვერსიას იყენებს (მათ შორის მოძველებულ IE6).

დღეს მხოლოდ ორი ტიპის საიტებს ვხვდებით, Flash და html. მათი ერთმანეთთან შედარება შეცდომაა, მაგრამ თითოეულ მათგანს აქვს უპირატესობები. Flash საიტები მეტწილად დიზაინზე ორიენტირებულია, მაშინ როდესაც html საიტების შესაძლებლობები შეუზღუდავია.


პროგრამირების ენები ინტერნეტში:

ინტერნეტის შესაძლებლობები ყოველდღიურად იზრდება და ფართოვდება სხვადასხვა პროგრამული ენების HTML-სთან ერთად გამოყენების საშუალებაც. მათი ძირითადი საზრუნავი ვებ-გვერდების დინამიურობის და ინტერაქტიულობის უზრუნველყოფვაა.

* Javascript/Jscript
* Java
* VBScript
* ASP - Active Server Pages
* PHP
* XML - Extensible Markup Language

გამართული საიტი უნდა აკმაყოფილებდეს როგორც კლიენტის ასევე მომხმარებლების მოთხოვნებს. მნიშვნელოვანია რომ კოდი იყოს სწორად დაწერილი, სუფთა და გამართული.

საიტის ვებ-გვერდის დამზადების პროცესში ნაკლებად ერევა კლიენტი (რაც ობიექტური მიზეზებით აიხსნება :)), შედეგად ვებმასტერის ფანტაზიაც თავისუფალია...