საიტის ოპტიმიზაცია საძიებო სისტემებში (საწყისები)

თავად სათაური მიგვითითებს მის მნიშვნელობაზე. SEO-Search Engine Optimisation მნიშვნელოვანია ნებისმიერი საიტისთვის, თქვენ მოიპოვებთ ტრაფიკს უფასოდ და რაც მთავარია თქვენს საიტზე შემოვლენ მხოლოდ დაინტერესებული მომხმარებლები.

ხშირად ისმის კითხვა, რატომ ვერ პოულობს google ჩემს საიტს ან რატომ არ იმყოფება ჩემი საიტი მოწინავე პოზიციებზე? მსგავსი პრობლემების მოგვარება მხოლოდ საიტის სწორ ოპტიმიზაციას შეუძლია.

ამ სტატიის მეშვეობით თქვენ გაეცნობით იმ საწყისებს SEO-ში რაც აუცილებელია ნებისმიერი ვებმასტერისთვის.

მიაკუთნეთ ყველა გვერდს უნიკალური სათაური
ტეგი <title> ამცნობს გვერდის სათაურს არა მხოლოდ მომხმარებლებს არამედ საძიებო სისტემებსაც. მიაკუთნეთ ყველა გვერდს უნიკალური სათაური - სათაური უნდა იყოს მოკლე, მაგრამ ინფორმაციული.


გამოიყენეთ მეტატეგი <description>
მეტატეგი <description> ამცნობს საძიებო სისტემას გვერდის მოკლე აღწერას. <title>-სგან განსხვავებით <description>-ში შეგვიძლია დავწეროთ რამდენიმე წინადადება.

შეეცადეთ საინტერესოდ და ინფორმაციულად აღწეროთ თქვენი გვერდი. 
არ გაავსოთ <description> საკვანძო სიტყვებით. 
არ ჩასვათ  <description>-ში გვერდის მთელი ტექსტი.
არ გამოიყენოთ ერთი და იგივე აღწერა ყველა გვერდისთვის.

საკვანძო სიტყვები Keywords
შეეცადეთ არ გადატვირთოთ საკვანძო სიტყვები რაოდენობით. გამოიყენეთ გვერდის ტექსტში არსებული  ფრაზები რომლებიც მოთავსებულია <h1>...<h6>(სათაურებში),  <strong> ტეგებში.

მოწესრიგებული URL სტრუქტურა ე.წ. Friendly URLs
URL-ს მოწესრიგებული სტრუქტურა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საძიებო სისტემების არამედ ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვისაც - მარტივდება გვერდის მისამართის დამახსოვრება.

დინამიური გვერდის არსებობის შემთხვევაში თქვენი საიტის მისამართი შეიძლება გამოიყურებოდეს http://www.yourdomain.com/index.php?action=news&id=5 -ის მსგავსად, რომლის დამახსოვრებაც და სტრუქტურაც რთულია, მაშინ როდესაც მისი სტრუქტურულად მოწესრიგების შემთხვევაში შეგვიძლია http://www.yourdomain.com/news/5 -ის მსგავსი შედეგის მიღება.
შეძლებისდაგვარად გამოიყენეთ საიტის მისამართში საკვანძო სიტყვები და გვერდის სათაური - http://www.yourdomain.com/news/seo-search-engine-optimisation

ტექსტი და <h1>...</h6>, <strong> ტეგები
ტექსტი დატვირთეთ <h1>...</h6> <strong> ტეგებით. <h1>...</h6>-ში მოათავსეთ სტატიის სათაური, ტექსტში არსებული საკვანძო სიტყვები გამოყავით <strong> ტეგით. იქონიეთ უნიკალური შინაარსის მქონე ტექსტები, არ გადმოიღოთ ისინი სხვა საიტებიდან.

სურათები და alt
მოგეხსენებათ, რომ საძიებო სისტემებში შესაძლებელია სურათების მოძიებაც. არ დაივიწყოთ სურათებზე სათაურის მითითება <img src="filename.jpg" alt="Image title" />, რომელიც შეესაბამება საკვანძო სიტყვებს ან გვერდის სათაურს. 

უმჯობესია სურათის სახელიც ემთხვეოდეს საკვანძო სიტყვას ან გვერდის სათაურს.

გთავაზობთ მაგალითს თუ როგორ მოვახდინოთ ერთი გვერდის ოპტიმიზაცია საძიებო სისტემებში.

<html>
<head>
<meta name="description" content="მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სოციალური
ვებ-გვერდის Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ელიოტ ცუკერბერგი."/>
<meta name="keywords" content="ცუკერბერგი, სოციალური ქსელი, ვებ-გვერდი, Facebook  />
<title>მარკ ელიოტ ცუკერბერგი</title>
<head>
<body>
<h3>მარკ ელიოტ ცუკერბერგი</h3>

<img src="zuckerberg.jpg" alt="მარკ ელიოტ ცუკერბერგი"/>

<p>მარკ ელიოტ ცუკერბერგი (დ. 14 მაისი 1984) არის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი 
<strong>სოციალური ვებ-გვერდის Facebook</strong> - ის დამფუძნებელი და ბიზნესმენი, 
რომელიც ფორბსის 2010 წლის მონაცემებით $4 მილიარდის მფლობელია.
ცუკერბერგმა <strong>Facebook</strong> შექმნა თანაკურსელებთან ერთად
ჰარვარდში სწავლის პერიოდში. ესენი იყვნენ: დასტინ მოსკოვიჩი, ედუარდ სევერინი და კრის ჰაგისი. 

ტექსტი აღებულია wikipedia-დან.
</p>

</body>
</html>